რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შერემეტიევოს აეროპორტში ავიაკატასტროფის შესაძლო ვერსიები დაასახელა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შერემეტიევოს აეროპორტში ავიაკატასტროფის შესაძლო ვერსიები დაასახელა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შერემეტიევოს აეროპორტში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის შესაძლო ვერსიები დაასახელა.

როგორც კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო მფრინავებისა და დისპეტჩერების არასათანადო კვალიფიკაცია, ასევე თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმების დროს დაშვებული შეცდომა, თვითმფრინავის გაუმართაობა და მეტეოროლოგიური პირობები.

თვითმფრინავ „სუხოი სუპერჯეტ 100-ს“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, ავარიული დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა.