მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტი კი ლომონოსოვის სახელს მიიღებს
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტი კი ლომონოსოვის სახელს მიიღებს

მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრ პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტი კი მიხეილ ლომონოსოვის სახელს მიიღებს. ასეთია „რუსეთის დიადი სახელების“ კონკურსის შედეგი, რომელიც ტელეკომპანია „რასიას“ ეთერში გასაჯაროვდა.

მოსკოვში არსებული ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის საბოლოო დამატებითი სახელი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა საერთო ჯამში ხუთმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. მის ფარგლებში რუსეთის 47 აეროპორტს დამატებითი სახელები დაერქმევა.