გაერო-ს კლიმატის სამიტი უშედეგოდ დასრულდა

18:19, 22.11.2026

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის სამიტზე საბოლოო შეთანხმების მიღება ვერ მოხერხდა. სამიტის პრეზიდენტმა, მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, რის გამოც წარდგენილი გადაწყვეტილებები არ დამტკიცებულა. შეთანხმების პროექტი ოფიციალურად უარყო ევროკავშირმა. წინააღმდეგობა გამოხატა ნორვეგიამაც. მთავარი უთანხმოება წიაღისეული საწვავის საკითხს უკავშირდება. შეთანხმების 12-გვერდიან პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი, რომელთა გამოყენების შემცირებასაც ევროკავშირი მოითხოვს. ევროკავშირის სახელით გამოსულმა ირლანდიის მინისტრმა განაცხადა, რომ გაერთიანება ვერ მიიღებს დოკუმენტს, რომელშიც წიაღისეული საწვავი ნახსენებიც არ არის. საპირისპირო პოზიცია აქვთ საუდის არაბეთს, რუსეთსა და ინდოეთს, რომლებიც შეთანხმებაში წიაღისეული საწვავის გამოყენების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერს ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი