საყოველთაო გაფიცვა ბელგიაში

18:18, 22.11.2026

ბელგიაში, საყოველთაო გაფიცვის გამო, 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. გაფიცვას უერთდებიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებიც, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ. ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის განცხადებით, ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. შედეგად, ქვეყნის მთავარ აეროპორტებში კომერციული ფრენები დღის უმეტეს ნაწილში შეჩერდება. გავრცელებული ცნობით, შეზღუდვები ათასობით მგზავრსა და აეროპორტებში დასაქმებულ ადამიანებს შეეხებათ. აეროპორტების ადმინისტრაციებში, მგზავრებს მოუწოდებენ, გამგზავრებამდე საკუთარი რეისის სტატუსი ავია-კომპანიასთან გადაამოწმონ.

მსგავსი