მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან 100-ზე მეტი ფრენა შეფერხდა, მათ შორის თბილისში
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან 100-ზე მეტი ფრენა შეფერხდა, მათ შორის თბილისში

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავს დღეს ხანძარი გაუჩნდა, 100-ზე მეტი ფრენა შეფერხდა, მათ შორის თბილისში.

„აეროფლოტის“ რეისი თბილისის მიმართულებით მოსკოვის დროით 22:10 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა დაახლოებით ორი საათით გადაიდო.

შესაბამისად, გვიან შესრულდება თბილისი-მოსკოვის რეისიც. თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 03:05 საათის ნაცვლად, რეისი 4:30 საათზეა დაგეგმილი.

ბოლო მონაცემებით, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 გადარჩა.