მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - არანაირი პოლიტიკა, თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით
მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - არანაირი პოლიტიკა, თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით

თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე პრესკონფერენცია გამართა.

„მოხარული ვართ, რომ თბილისში ჩამოვედით, სადაც სერიოზული და რთული მეტოქე გველოდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. „ლოკომოტივზე“ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ მედიასთან მათზე ლაპარაკი არ მსურს,“ – ამბობს კირილ ნოვიკოვი.

მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა განაცხადა:

„ეს არ არის მხოლოდ ევროპალიგის მატჩი, ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია,” – ამ ფრაზამ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აქვს თუ არა შეხვედრას პოლიტიკური ქვეტექსტი?

მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა:

„პოლიტიკა არაფერშუაშია, ჩვენ მატჩს ამ კონტექსტში არ განვიხილავთ. ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. თავად სტეპაშინი არ ჩამოვიდა – ის მოსკოვში დარჩა“.