თბილისის „ლოკომოტივმა“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგური მატჩები დაგეგმა.

გუნდში ორი საკადრო სიახლეა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 22 წლის ნახევარმცველი გივი მუკბანიანი ერთწლიანი იჯარით ბოლნისის „სიონში“ ითამაშებს, ხოლო „თელავის“ 26 წლის ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი კარიერას „ლოკომოტივში“ გააგრძელებს.

თბილისური გუნდის ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით ოლიმპიური კომპლექსის ბაზაზე ემზადებიან. უახლოეს პერიოდში „ლოკომოტივი“ ოთხ სპარინგშეხვედრას ჩაატარებს:

20 იანვარი – „დინამო თბილისი“

26 იანვარი – „საბურთალო“

27 იანვარი – „გაგრა“

3 თებერვალი – „ბოლნისის სიონი“