„ლოკომოტივმა“ ახალი სეზონისთვის მზადება მოგებით დაასრულა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ახალი სეზონისთვის მზადება მოგებით დაასრულა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონისთვის მზადება გორის „დილასთან“ უხვგოლიანი ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელიც 5:4 მოიგო.

თბილისელებიდან დუბლით თავი ფოთის „კოლხეთიდან“ დაბრუნებულმა მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა, თითო გოლი ბიძინა მახარობლიძემ, მიხეილ ბაშელეიშვილმა და იოანე ტაბატაძემ გაიტანეს.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა მოსამზადებელ ეტაპზე არაერთი მატჩი გამართეს, ეროვნული ლიგის გუნდებთან კი ერთიც არ წაუგიათ: „საბურთალოსთან“ და „გაგრასთან“ მატჩები ფრედ (0:0, 3:3) დაასრულეს, ხოლო „სამტრედია“ (2:1) და წყალტუბოს „სამგურალი“ (4:3) დაამარცხეს.

„ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონს 5 მარტს დაიწყებს – გუნდი პირველ ტურში სტუმრად „სპაერს“ დაუპირისპირდება.