„ლოკომოტივში“ გავაშელიშვილი დაბრუნდა, გუნდი თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში განახლებული შემადგენლობით დაიწყო – კლუბი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.
ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულება გაწყვიტეს თორნიკე კურტანიძემ, შალვა ვიბლიანმა, რეზი ხინჩიაშვილმა, საბა კიკნაძემ, ვინსენტ კალინდამ, აგრიპა მვილამ, ფლოიდ ჩილეშემ, დარტონ ბვალიამ. ამას გარდა, კონტრაქტი დაუსრულდა გიორგი პირტახიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები – ლევან თანდილაშვილსა და გეგი გეგუჩაძეს. გუნდი ასევე დატოვა დავით გაბისონიამ.
გუნდი, ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა და ფიზმომზადების სპეციალისტმა, გიორგი პაპუაშვილმაც დატოვეს. ხოლო ახალწვეული ჯერ მხოლოდ ფოთის „კოლხეთიდან“ დაბრუნებული მამია გავაშელიშვილია.
რეზო გოცირიძემ მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი სპარინგ-შეხვედრა დაგეგმა:
20 იანვარი
ლოკომოტივი – დინამო თბილისი
26 იანვარი
ლოკომოტივი – საბურთალო
27 იანვარი
ლოკომოტივი – გაგრა
3 თებერვალი
ლოკომოტივი – ბოლნისის სიონი