მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე
მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე

მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე.

ჟურნალისტებმა არევაძეს ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

„არაფერს არ უკავშირდება ნამდვილად. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, განაცხადა არევაძემ.

უშუალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენის გამო მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე დასმულ კითხვას, არევაძე ასე პასუხობს:

„ახლა თქვენ არღვევთ კანონს როდესაც მეკითხებით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარებაზე“.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ გამოაცხადა.