ნიკა მელია მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას შიდაპარტიულ არჩევნებზე
ნიკა მელია მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას შიდაპარტიულ არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვან მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე.

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე.

„სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.

მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები“, – წერს ნიკა მელია.

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.