რატი იონათამიშვილი - სტრასბურგში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამჯერადაც დასრულდა სააკაშვილის მარცხით
რატი იონათამიშვილი - სტრასბურგში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამჯერადაც დასრულდა სააკაშვილის მარცხით

სტრასბურგში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამჯერადაც დასრულდა სააკაშვილის მარცხით,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ხედავდა, როგორი ზიზღისა და ცილისმწამებლური კამპანია წარმოებდა საქართველოს, მათ შორის, ექიმებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ.

„დღეს აღმოჩნდა, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებებმა გაუძლო სტრასბურგის ტესტს. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, ის შიდა და გარე აქტორები, რომლებიც ამ კამპანიით ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ, აღიარონ და მოუხადონ ბოდიში ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.