იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ „მილანში“ გადასვლას თანხმობა მისცა.
როგორც ირკვევა, ლონდონში იმყოფებიან „მილანის“ წარმომადგენლები, რომლებიც ფეხბურთელთან და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავად ესპანელი დათანხმდა ტრანსფერს.
მორატა ადრე თამაშობდა იტალიაში – ორი სეზონი გაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში, 63 მატჩი ითამაშა, 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.
გასულ ზაფხულს, მორატა „ჩელსიმ“ 60 მილიონ ევროდ იყიდა „რეალისგან“, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო.