დასახელდა ყველაზე გამტანი დუეტები TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში #1TVSPORT
დასახელდა ყველაზე გამტანი დუეტები TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში #1TVSPORT

პორტალმა Transfermarkt-მა წარმოადგინა TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში ხუთი ყველაზე შედეგიანი დუეტი.

პირველ ორ ადგილზე არიან დუეტები ბუნდესლიგიდან. ლიდერები არიან ჰარი კეინი და ლეროი სანე „ბაიერნიდან“, რომლებმაც ერთად 32 გოლი გაიტანეს (24 – კეინმა, 8 – სანემ). მათ მოჰყვებიან „შტუტგარტის“ ფორვარდები სერუ გირასი და დენიზ უნდავი – 30 (გირასი – 17, უნდავი – 13).

მესამე პოზიციაზეა დუეტი „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესისა და ჰაქან ჩალჰანოგლუს შემადგენლობით – 28 (19+9). მეოთხეა წყვილი „პარი სენ-ჟერმენიდანაა“ – კილიან მბაპე და რანდალ კოლო-მუანი – 25 (20+5), მეხუთე – ალვარო მორატა და ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოდან“ – 24 (13+11).