მორატა „მილანში“ ტრანსფერს დათანხმდა
მორატა „მილანში“ ტრანსფერს დათანხმდა

იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ ​ „მილანში“ გადასვლას თანხმობა მისცა.

როგორც ირკვევა, ლონდონში იმყოფებიან „მილანის“ წარმომადგენლები, რომლებიც ფეხბურთელთან და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავად ესპანელი დათანხმდა ტრანსფერს.

მორატა ადრე თამაშობდა იტალიაში – ორი სეზონი გაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში, 63 მატჩი ითამაშა, 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.

გასულ ზაფხულს, მორატა „ჩელსიმ“ 60 მილიონ ევროდ იყიდა „რეალისგან“, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო.