კეინი ყველაზე კარგად იყენებს საგოლე მომენტებს, ჰალანდი მეშვიდეა, მბაპე - მეათე #1TVSPORT
კეინი ყველაზე კარგად იყენებს საგოლე მომენტებს, ჰალანდი მეშვიდეა, მბაპე - მეათე #1TVSPORT

სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა შეადგინა ფეხბურთელთა რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მოქმედებენ შეტევაში. გაირკვა, რომ „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი ყველაზე კარგად იყენებს საგოლე მომენტებს.

რეიტინგი შეადგინეს ინდექსის საფუძველზე, რომელიც გამოთვალეს ჩემპიონატში 90 წუთში საშუალოდ გატანილი გოლების რაოდენობის გამრავლებით დარტყმების რეალიზაციის კოეფიციენტზე. მიღებული შედეგი კორექტირდებოდა ჩატარებული მატჩების სპორტული დონის გათვალისწინებით.

სათვალავში აიღეს მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებმაც ამ სეზონში ჩემპიონატში, მინიმუმ, 720 წუთი ითამაშეს.

პირველ ათეულში შევიდნენ:

  1. ჰარი კეინი, ბაიერნი (საშუალოდ 1,57 მატჩში, რეალიზაცია – 37%, საერთო ინდექსი – 0,533)
  2. სანტიაგო ხიმენესი, ფეიენოორდი (1,4/33%/0,361)
  3. ჯუდ ბელინგემი, რეალი (0,98/37%/0,355)
  4. სიმონ ბანზა, ბრაგა (1,23/36%/0,355)
  5. ლაუტარო მარტინესი, ინტერი (1,11/33%/0,341)
  6. ოლივიე ჟირუ, მილანი (0,85/41%/0,325)
  7. ერლინგ ჰალანდი, მანჩესტერ სიტი (1,14/29%/0,314)
  8. მატეო კასიერა, ზენიტი (0,97/40%/0,311)
  9. ევანგელოს პავლიდისი, ალკმაარი (1,23/31%/0,292)
  10. კილიან მბაპე, პსჟ (1,3/26%/0,289)

სულ რეიტინგში 100 ფეხბურთელი მოხვდა. ტოპათეულში ვერ შევიდნენ: 14. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), 25. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), 55. კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი), 69. ალვარო მორატა (ატლეტიკო), 73. ჰეონ-მინ სონი (ტოტენჰემი), 78. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), 83. ჩირო იმობილე (ლაციო)…