მოძრაობამ „ტრიბუნა“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
მოძრაობამ „ტრიბუნა“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „ტრიბუნა“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას საკუთარი კანდიდატი შვიდ საარჩევნო ოლქში ეყოლება. ისანი-დავით ჭიჭინაძე; ნაძალადევი-ლია მუხაშავრია; მთაწმინდა-კობა ამირხანაშვილი; დიდუბე-ჩუღურეთი-მიხეილ ქავთარაძე; ვაკე-ლევან ჩხეიძე; საბურთალო-ზურაბ ნიჟარაძე; სამგორი-ვაჟა ჟვანია.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, „ტრიბუნას“ ახალბედა პოლიტიკოსებიც ჰყავს.

„ნებისმიერ მათგანს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე არ აქვს ის დასაძრახი, რომელიც ზოგადად პოლიტიკოსს პოლიტიკაში ყოფნის დროს მოჰყვება. ასეთები არიან, ქალბატონი ლია მუხაშავრია, ბატონი კობა ამირხანაშვილი, მიხეილ ქავთარაძე. გვყავს ახალბედები, რომლებიც იწყებენ, მაგრამ მათ გარკვეულწილად ის ცხოვრება, რომელიც გაიარეს, სუფთად აქვთ გავლილი და ამიტომ მოვიდნენ ტრიბუნაში, რომ იბრძოლონ ხალხის ინტერესებისთვის და არ მოსულან ისინი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.