მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკრისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ
მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკრისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან არიან შეკრებილები.

მოძრაობის წევრებს სურთ, სასახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადონ.

სამართალდამცველები მოძრაობის წევრებს ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ბოქლომი ჭიშკრის იმ ნაწილზე დაადონ, რომელიც არ იღება, რათა შენობის ბლოკირება არ მოხდეს.