თეა წულუკიანი - მატროსოვის ციხეს არ დაადონ ბოქლომი და დანარჩენს ავიტანთ
თეა წულუკიანი - მატროსოვის ციხეს არ დაადონ ბოქლომი და დანარჩენს ავიტანთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ უწყებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს.

„ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი. როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციებისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.