ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია [ფოტო]
თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპარტაკის შესახვევში ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.