მისისიპის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონში ცვლილებას, რომელიც აშშ-ში აბორტის ყველაზე მკაცრ აკრძალვას გულისხმობს.
ახალი კანონით, მისისიპის შტატში აბორტის გაკეთება 15 კვირის შემდეგ იკრძალება და მხედველობაში არ მიიღება გაუპატიურების ან ინცესტის ფაქტორები. ერთადერთი გამონაკლისი შეეხება ნაყოფის ანომალიას, თუ ის სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ან საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს.
ამ დრომდე მისისიპიში აბორტის გაკეთების ბოლო ვადა 20 კვირის ორსულობა იყო. ცვლილებას კრიტიკოსები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
ახალი რეგულაცია ძალაში რესპუბლიკელი გუბერნატორის, ფილ ბრაიანტის გადაწყვეტილებით შევიდა, რომელიც აცხადებს, რომ სამხრეთის ეს შტატი „მუცლადმყოფი ბავშვებისთვის ამერიკაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა გახდეს“.