პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს
პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს

პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს. დემონსტრანტებმა რამდენიმე საათით ჩახერგეს ავტომაგისტრალები და ტრანსპორტის გადაადგილებას შეუშალეს ხელი. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით – „მსურს, რომ ჩემი მთავრობის აბორტი შემეძლოს“.

„ბიბისის“ ცნობით, ვარშავაში აქტივისტები მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან შეიკრიბნენ.

პოლონეთში აბორტის შესახებ კანონის გამკაცრებას ზედიზედ მეხუთე დღეა, აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა თითქმის სრულად აიკრძალა. აბორტის გაკეთება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფს განვითარების პრობლემები და სერიოზული დარღვევები აქვს.

გამონაკლისი დაშვებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაორსულდნენ ან იმ შემთხვევაში, თუ დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

დატოვე კომენტარი