მფრინავმა, რომელიც მისისიპიში Walmart-ზე შეჯახებით იმუქრებოდა, თვითმფრინავი დასვა
მფრინავმა, რომელიც მისისიპიში Walmart-ზე შეჯახებით იმუქრებოდა, თვითმფრინავი დასვა

მფრინავმა, რომელიც მისისიპის ქალაქ ტიუპელოში მაღაზია Walmart-ზე შეჯახებით იმუქრებოდა, თვითმფრინავი დასვა. მფრინავი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი“ ნიუსი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პილოტმა თვითმფრინავი მინდორში დასვა. მფრინავი ქალაქის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა მცირე ზომის თვითმფრინავით. მისისიპის გუბერნატორის განცხადებით, მოხარულია, რომ სიტუაცია დარეგულირდა დაშავებულების გარეშე.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ოფიცრები მფრინავს პირადად ესაუბრნენ, რის შემდეგაც მან თვითმფრინავი დასვა. მანამდე კი, Walmart-დან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაკავებულის მოქმედების მოტივი და მოთხოვნები უცნობია.

ამერიკული მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ ადგილობრივი აეროპორტის თანამშრომელია, რომელმაც King Air C90A-ტიპის თვითმფრინავი გაიტაცა.