მისისიპიში ტორნადოს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
მისისიპიში ტორნადოს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისისიპის შტატში ტორნადოს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, სტიქიამ შტატს კატასტროფული ზიანი მიაყენა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ტორნადომ ასევე გადაუარა ლუიზიანასა და ტეხასის შტატებს. მისისიპისა და ლუიზიანის შტატებში 45 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.