თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.
სუბელიანმა შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში დაბარებულია.
სუბელიანი შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე პირველ ივნისსაც იმყოფებოდა.