მირიან ქათამაძე - სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა სრულდება და შესრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებს სრულად აკონტროლებს შსს
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა სრულდება და სასაფლაოები სრულად კონტროლდება.
ქობულეთის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე მისვლისგან.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იკრძალება სასაფლაოებზე შესვლა. შესაბამისად, ეს მოთხოვნა სრულად სრულდება და შესრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დღეს დილიდან მუნიციპალიტეტში მდებარე სასაფლაოებს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათთან ერთად, პროცესში ჩართულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და სრულად გაკონტროლდება ეს პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარკვეული სახის დარღვევები, შესაბამისი სამსახური მიიღებს ყველა ზომას და ღონისძიებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ყველას მინდა, მოვუწოდო, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე მისვლისგან, ამით არ დავარღვიოთ კანონი, მოვუფრთხილდეთ ახლობლებს და ხელი შევუწყოთ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.