ქობულეთის ოთხ სოფელში მოსახლეობა კუთვნილ პენსიასა და სხვა საბანკო სერვისებს „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით იღებს
ქობულეთის ოთხ სოფელში მოსახლეობა კუთვნილ პენსიასა და სხვა საბანკო სერვისებს „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით იღებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკვაში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, მოსახლეობა კუთვნილ პენსიას და სხვა საბანკო სერვისებს „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით იღებს.

სადგურმა მუშაობა დილიდან სოფელ ზემო ლეღვადან დაიწყო და პენსიას ოთხივე სოფელში დაარიგებს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც იმყოფება საკარანტინო ზონაში, მოძრაობს „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგური. ეს აძლევს შესაძლებლობას ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილზე მიიღონ საკუთარი პენსია, სოციალური დახმარება და ისარგებლონ საბანკო მომსახურების სხვადასხვა სერვისით, რომელიც მათთვის ამ დროისათვის არის აუცილებელი. ეს სერვისი გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს საკარანტინო ზონები და მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ ექნება“, – განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.