მირიან ნიკოლაძე - ომბუდსმენთან შეხვედრაზე გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა დააფიქსირა, რომ გამოძიებასთან პრობლემები არ აქვს
მირიან ნიკოლაძე - ომბუდსმენთან შეხვედრაზე გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა დააფიქსირა, რომ გამოძიებასთან პრობლემები არ აქვს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შეხვდა ომბუდსმენს და სთხოვა, ისედაც განადგურებული ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ ბულინგისა და აგრესიისგან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველთან შეხვედრა გუშინ გაიმართა და დაზარალებულმა ოჯახმა ნინო ლომჯარიასგან მიიღო პირობა, რომ ის საქმის ძიების ობიექტური მონაწილე იქნება.

„ოჯახის თხოვნით, მეც დავესწარი ამ შეხვედრას, რომელიც კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრა იყო. სახალხო დამცველი დაჰპირდა ოჯახს, რომ იქნება ობიექტური როლის შემსრულებელი. ოჯახმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ მოცემულ ეტაპზე გამოძიებასთან პრობლემები არ აქვს.

ომბუდსმენისადმი ოჯახს ჰქონდა ერთადერთი თხოვნა, რამენაირად, ისედაც დაზარალებული და განადგურებული ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისა და აგრესიისგან“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში, რომელშიც დღეს გავრცელდა.