ჩოგბურთი | მირა ანდრეევა ქალთა შორის 2026 წლის როლან გაროსის გათამაშების გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
მირა ანდრეევამ ქალთა შორის 2026 წლის როლან გაროსის გათამაშება მოიგო. ფინალში რუსმა ჩოგბურთელმა პოლონელი მაია ხვალინსკა ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა.
ანდრეევა მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, ხოლო 24 წლის ხვალინსკა როლან გაროსამდე 114-ე ადგილს იკავებდა. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ცხრა შეხვედრა მოიგო და ფინალში გასვლა ისე მოახერხა.
რაც შეეხება 19 წლის ანდრეევას, მან კარიერაში პირველად გაიმარჯვა დიდი სლემის ტურნირზე. ამასთან ერთად, რუსი ჩოგბურთელი 2000 სარეიტინგო ქულას და 2 800 000 ევროს მიიღებს.