ჩოგბურთი | კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული - ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის გამარჯვებულია #1TVSPORT
ჩოგბურთი | კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული - ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის გამარჯვებულია #1TVSPORT

მამაკაცთა შორის როლან გაროსის 2026 წლის გათამაშება მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, გერმანიის სახელით გამომსვლელმა ალექსანდრ ზვერევმა მოიგო.

ფინალში ზვერევმა იტალიელი ფლავიო კობოლი (მე-14 რეიტინგში) დაძაბულ, ხუთსეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა – 6:1, 4:6, 6:4, 6:7, 6:1.

29 წლის ჩოგბურთელისთვის ეს პირველი ტიტულია დიდი სლემის ტურნირებზე. აქამდე მან ფინალში სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ დამარცხდა – მათ შორის 2024 წელს როლან გაროსზე.

გამარჯვებისთვის ზვერევი 2000 სარეიტინგო ქულას და 2 800 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. 2021 წელს ზვერევმა გერმანიას ოლიმპიური ოქრო მოუტანა, ასევე ორჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.