ჩოგბურთი | მეორედ ისტორიაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე ქალთა შორის როლან გაროსის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

17:10, 03.06.2026

24 წლის პოლონელი ჩოგბურთელი მაია ხვალინსკა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 114-ე პოზიციას იკავებს, როლან გაროსის ნახევარფინალშია. აღსანიშნავია, რომ მან ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ხვალინსკამ მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ანა კალინსკაია ორ სეტში – ანგარიშით 7:6, 6:3 დაამარცხა. მანამდე კი პოლონელმა სპორტსმენმა ასპარეზობას ისეთი მოთამაშეები გამოთიშა, როგორებიც არიან: სინვენ ჟენი, ელიზ მერტენსი, მარია საკარი და დაიან პერი.

1968 წლიდან (ღია ერაში) ხვალინსკა მხოლოდ მეორე ჩოგბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც როლან გაროსზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პირველად მსგავსი შედეგი 2020 წელს ნადია პოდოროსკამ დააფიქსირა, თუმცა იგი ნახევარფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, იგა შვიონტეკთან დამარცხდა.

როლან გაროსის მეოთხედფინალში რუს დიანა შნაიდერთან დამარცხდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ბელარუსი არინა საბალენკა – 6:3, 5:7. 0:6. ნახევარფინალში ასევე ითამაშებენ უკრაინელი მარტა კოსტიუკი და რუსი მიირა ანდრეევა.

როლან გაროსი 2026, ქალები | ნახევარფინალების განრიგი:

შნაიდერი – ხვალინსკა | 4 ივნისი
კოსტიუკი – ანდრეევა | 4 ივნისი

მსგავსი