ჩოგბურთი | იანიკ სინერი სერუნდოლოსთან მარცხის შესახებ - ენერგია არ მქონდა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ნომერი, იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი საფრანგეთის ღია პირველობას (როლან გაროსი) მეორე ეტაპიდან გამოეთიშა. იგი ხუან მანუელ სერუნდოლოსთან ხუთსეტიან დაპირისპირებაში, ანგარიშით 6:3, 6:2, 5:7, 1:6, 1:6 დამარცხდა.
მატჩის მსვლელობისას სინერს ფიზიკური პრობლემები აწუხებდა, რაზეც მან მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.
„ენერგია არ მქონდა და თავბრუ მეხვეოდა. გამარჯვებას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ. ვულოცავ სერუნდოლოს, მან მართლაც შესანიშნავად ითამაშა. სისუსტე დილით, გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, ამიტომ ვცდილობდი, გათამაშებები სწრაფად დამესრულებინა. მესამე სეტის შუა ნაწილამდე ჩემი თამაში დამაჯერებელი იყო, თუმცა შემდგომ თამაშში სათანადოდ დარჩენა ვერ შევძელი“, – ამბობს სინერი.
ამ მატჩამდე იანიკ სინერმა ზედიზედ 30 შეხვედრა მოიგო. ბოლოს ის მიმდინარე წლის თებერვალში დამარცხდა.