რაგბი | „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩელენჯზე“ სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ ბლუმფონტეინში, „ტოიოტა ჩელენჯზე“ მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონთან, „სუზუკი გრიქასთან“ გამართა და 21:56 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდეს – თავი გიორგი სინაურიძე, გუგა ღანიაშვილმა და შალვა აფციაურმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა ზუსტად ლუკა ცირეკიძემ შეასრულა, ერთი კი – გიორგი სპანდერაშვილმა.
სამხრეთაფრიკულ ტურნეში პირველ მატჩში „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ 46:36 დაამარცხა, ტურნირის მესამე მატჩს კი 14 ივნისს „ტოიტა ჩიტასთან“ გამართავს – მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.