უკრაინელი მწვრთნელი - ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, ქართველები აქცენტს კვარაცხელიას მსგავს ინდივიდუალისტებზე აკეთებენ #1TVSPORT
უკრაინელი მწვრთნელი - ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, ქართველები აქცენტს კვარაცხელიას მსგავს ინდივიდუალისტებზე აკეთებენ #1TVSPORT

უკრაინელმა სპეციალისტმა, ოლეჰ დულუბმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ეროვნული ნაკრების მეტოქეები – საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია და უნგრეთი შეაფასა.

„ჯგუფი ძალიან რთულია. რამდენიმე წლის წინ ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს უნგრეთის მატჩებს – ეს ტაქტიკურად ძალიან კარგად მომზადებული გუნდია, რომელიც სამი ცენტრალური მცველით თამაშობს.

საქართველოს ნაკრები განსხვავებული გუნდია. ისინი აქცენტს კვარაცხელიას მსგავს, გამორჩეულ შემტევ მოთამაშეებზე აკეთებენ, რომლებსაც თამაშის და მომენტის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლიათ.

ჩრდილოეთ ირლანდია კი ტიპური ბრიტანული ნაკრებია, რომელიც ცნობილია თავისი წარმოუდგენელი მებრძოლი სულისკვეთებით.

თუ მათ საერთო პოტენციალს შევხედავთ, უკრაინა ამ ჯგუფში ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია. თუმცა ბევრი რამ კონკრეტული მატჩის დროს მოთამაშეების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული“.

უკრაინის ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.