თურქული მედია | მამარდაშვილს „ბეშიქთაშში“ იწვევენ – თურქული კლუბის წარმომადგენლები „ლივერპულს“ უკვე დაუკავშირდნენ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილს თურქულ გრანდში, „ბეშიქთაშში“ იწვევენ, ამის შესახებ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დაწყებულია – საქართველოს ნაკრების მეკარეზე ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„თურქულმა კლუბმა მუშაობა დაიწყო იმ მეკარის ტრანსფერზე, რომელმაც 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ყველა მოხიბლა. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ბეშიქთაში“ „ლივერპულს“ უკვე დაუკავშირდა.
ქართველ მეკარეს ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც რეგულარულად ითამაშებს. „ბეშიქთაშს“ კი მისი ტრანსფერი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურს“, – წერს Besiiktas-Plus-ი.
🚨🔥ÖZEL – BEŞİKTAŞ, AVRUPA’YI SARSACAK BİR KALECİ OPERASYONUNA BAŞLADI!
Beşiktaş, Giorgi Mamardashvili için Liverpool ile ilk teması kurdu.
Gürcü kaleci düzenli forma giyeceği bir takımda oynamak istiyor.
Beşiktaş ise transferi kiralık + opsiyon formülüyle bitirmenin peşinde. pic.twitter.com/ENyGm6IAto
— Besiktas + News (@Besiiktas_Plus) June 7, 2026