საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები | გურამ ჯაფარიძე - მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი მნიშვნელოვანია, სექტემბრის თამაშებს კარგად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები | გურამ ჯაფარიძე - მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი მნიშვნელოვანია, სექტემბრის თამაშებს კარგად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა, გურამ ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელსაც გუნდი 9 ივნისს ნისპორენში გამართავს.

„კონკრეტული სათამაშო გეგმა მოედანზე რომ გადაიტანო, ამისთვის ამხანაგური მატჩები მნიშვნელოვანია. შეკრებაზე ვცდილობთ, სიახლეებზე ვიმუშაოთ, რათა ოფიციალური შეხვედრებისთვის კარგად მოვემზადოთ. ამერიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ძალები კარგად აღვიდგინეთ და მოლდოვასთან თამაშისთვის მზად ვართ. ეს შესარჩევი ეტაპის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩია და მოგება მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის თამაშებს კარგ განწყობაზე შევხვდეთ“.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 9 ივნისს ​ნისპორენში მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.