მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბრაზილიელი იმსაჯებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბრაზილიელი იმსაჯებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა არბიტრის ვინაობა, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩს იმსაჯებს. მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაზე იმუშავებს ბრაზილიელი უილტონ სამპაიო. მას დაეხმარებიან თანამემამულეები ბრუნო პირესი და ბრუნო ბოშილია.

გახსნის მატჩი 11 ივნისს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ასევე ცნობილი მომდევნო სამი მატჩის მსაჯები:

სამხრეთ კორეა-ჩეხეთი: ამინ მოჰამედი (ეგვიპტე);

კანადა-ბოსნია: ფაკუნდო ტელიო (არგენტინა);

აშშ-პარაგვაი: დანი მაკელი (ნიდერლანდები).