დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს - მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს - მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე, რომელსაც გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

საქართველოსა და საბერძნეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 9 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

„ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი ვითარება გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვიცი, წაგებული მატჩების შემდეგ რთულია დადებითზე საუბარი, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარა.

ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ, პირველ რიგში, იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივცეთ – ერთ-ერთი მათგანი 15-წლამდელთა ნაკრებიდან იქნება. გულშემატკივრებს კი მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდს გვერდით დაუდგნენ“.