მედიის ინფორმაციით, მინსკში შეიარაღებული პირები კომპანია „იანდექსის“ ოფისებში შეიჭრნენ
მედიის ინფორმაციით, მინსკში შეიარაღებული პირები კომპანია „იანდექსის“ ოფისებში შეიჭრნენ

მინსკში შეიარაღებული პირები კომპანია „იანდექსის“ ოფისებში შეიჭრნენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თავად კომპანია „იანდექსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, კომპანიამ დაუდასტურა „ბიბისის“ რუსულენოვან სამსახურს, რომ მინსკში მათ ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს კომპანია „იუბერის“ ოფისშიც. „იანდექსში“ განმარტავენ, რომ „იანდექსი“ და „იუბერი“ მინსკში ერთ კორპორაციას წარმოადგენენ.