მედიის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დიდი ოდენობით თანხა, იარაღი, ოქროს ზოდები და პარიკები აღმოაჩინეს
მედიის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დიდი ოდენობით თანხა, იარაღი, ოქროს ზოდები და პარიკები აღმოაჩინეს

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთი, პარიკები, ოქროს ზოდები, ურო და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ფოტოებსა და ვიდეომასალას გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სახლში აღმოჩენილი ოქროს ზოდების ღირებულება ჯერჯერობით არ შეფასებულა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ინახავდა მოწყობილობებს მისი გარეგნობის შესაცვლელად, ასევე ყალბ პასპორტებს.

„იზვესტიას“ ინფორმაციით, პრიგოჟინის სახლში ასევე ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა. ჩანთაში, სულ მცირე, 500 000 დოლარი იყო, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე, ნაპოვნია დაახლოებით 5კგ ოქროს ზოდები.