ბექა ვარდოსანიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია
ბექა ვარდოსანიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

შალვა აფხაიძის ქუჩაზე, სადაც ბექა ვარდოსანიძე ცხოვრობს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დღეს, დილიდან ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები ბექა ვარდოსანიძის სახლს და ავტოფარეხს ჩხრეკდნენ.

ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

„არ ვიცი არაფერი, ბექა წაიყვანეს დღეს, დილით. ჩატარდა ჩხრეკა, ყველაფერი წაიღეს, რაც შეიძლებოდა. ბექა და ტერორიზმი? წარმოუდგენელია. არ ვიცი, რა ხდება. ბექა არ ცხოვრობს ჩვენთან, ავტოფარეხში ცხოვრობს და იქ აქვს მოწყობილი სტუდიაც“, – აღნიშნა ბექა ვარდოსანიძის დედამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება.