მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ფედერალურ შტატში, „ისლამურ ცენტრებში“ რეიდი ჩაატარა
მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ფედერალურ შტატში, „ისლამურ ცენტრებში“ რეიდი ჩაატარა

გერმანიის ხელისუფლებამ დღეს, დილით ქვეყნის მასშტაბით შვიდ ფედერალურ შტატში, 54 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა თქვა, რომ „ისლამური ცენტრი“ დიდი ხნის მანძილზე გერმანიის დაზვერვის სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მას „ისლამისტურ“ კატეგორიას მიაკუთვნებენ.

„განსაკუთრებით ახლა, იმ დროს, როდესაც ბევრი ებრაელი გრძნობს განსაკუთრებულ საფრთხეს, მნიშვნელოვანია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ისლამისტურ პროპაგანდას ან ანტისემიტურ და ანტიისრაელურ აგიტაციას. ახლა დროა, ვიყოთ მზადყოფნაში მკაცრი მიდგომისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ სერიოზულად მივყვებით ყველა გონივრულ ეჭვს“, – განაცხადა ფეზერმა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ „ისლამური ცენტრის“ საქმიანობა მიზნად ისახავს ირანული რევოლუციური იდეების გავრცელებას.