პერუს პრეზიდენტის სახლში პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს
პერუს პრეზიდენტის სახლში პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს

პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლში პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლში რეიდი შესაძლო „უკანონო გამდიდრებისა“ და ძვირადღირებული საათების დეკლარაციაში არმითითების საქმის ფარგლებში ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სახლის კარი შეამტვრიეს მას შემდეგ, რაც მათ არავინ გაუღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლუარტე ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

პროკურატურამ პრეზიდენტის წინააღმდეგ წინასწარი მოკვლევა ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც მედიაში გავრცელდაა ინფორმაცია, რომ ის „როლექსის“ რამდენიმე საათს ფლობს. მოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიების დაწყების საფუძველი. თავად ბოლუარტე, ადასტურებს, რომ მას აქვს ძვირადღირებული საათები, რომლებიც მან წლების განმავლობაში გამომუშავებული ფულით შეიძინა.

დინა ბოლუარტე პრეზიდენტის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან იკავებს.