მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი“ ავრცელებს.
ხანძარი ცათამბჯენის მე-14 სართულზე, ადგილობრივი დროით დილის 04:30 საათზე გაჩნდა.
ამჟამად ცეცხლი შენობაში ჩამქრალია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაუდგენელია.