მინესოტას შტატში, ცათამბჯენში ხანძრისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
მინესოტას შტატში, ცათამბჯენში ხანძრისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი“ ავრცელებს.

ხანძარი ცათამბჯენის მე-14 სართულზე, ადგილობრივი დროით დილის 04:30 საათზე გაჩნდა.

ამჟამად ცეცხლი შენობაში ჩამქრალია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაუდგენელია.