მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს

ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, მილიარდერი, მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვაზე სერიოზულად იფიქრა, თუმცა საბოლოოდ მონაწილეობაზე უარი თქვა.

ბლუმბერგის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, თუ მისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნებოდა.

77 წლის მაიკლ ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერი 2002-2013 წლებში იყო. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ჟურნალმა „ფორბსმა“ ბლუმბერგის ქონება 42 მილიარდი დოლარით შეაფასა.