მაიკლ ბლუმბერგი - რუსეთს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა სურს და ამიტომ ეხმარება ბერნი სანდერსს
მაიკლ ბლუმბერგი - რუსეთს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა სურს და ამიტომ ეხმარება ბერნი სანდერსს

რუსეთს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა სურს და ამიტომ ეხმარება ბერნი სანდერსს, – ამის შესახებ განცხადება ნიუ იორკის ყოფილმა მერმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა სამხრეთ კაროლინის შტატში გამართული დებატების დროს გააკეთა.

ბლუმბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა იყოს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით რუსეთი ეხმარება ვერმონტელ სენატორ ბერნი სანდერსს, რათა ის „დემოკრატიული პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს და შემდეგ ტრამპთან დამარცხდეს.

საპასუხოდ ვერმონტელმა სენატორმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა და დაპირდა, რომ თუ აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი ის იქნება, რუსეთი ვერასდროს ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში.

„ბატონო პუტინ, მოგმართავთ და გეტყვით, რომ თუ მე გავხდი აშშ-ის პრეზიდენტი, თქვენ ვერასდროს ჩაერევით აშშ-ის არჩევნებში, ისე, როგორც ეს 2016 წლის არჩევნების დროს გააკეთეთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.