მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა
მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა

მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა აღნიშნული გადაწყვეტილება „სუპერ სამშაბათის“ სახელით ცნობილი შიდაპარტიული არჩევნების გამართვის შემდეგ მიიღო, რა დროსაც მან გამარჯვება 14 შტატიდან მხოლოდ ამერიკულ სამოაზე მოიპოვა.

„სამი თვის წინ მე შევუერთდი საპრეზიდენტო მარათონს, რათა დონალდ ტრამპი დამემარცხებინა. დღეს მე მარათონს ამავე მიზეზით ვეთიშები”,- განაცხადა მაიკ ბლუმბერგმა და დაამატა, რომ ახლა ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა წინასაარჩევნო კამპანიის რეკლამაში საკუთარი სახსრებით დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა.