მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური მისი დაკავების ვიდეოს ავრცელებს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური ავრცელებს ვიდეოს, სადაც პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილის დაკავების კადრებია.

სააკაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიევში, რესტორანში SULUGUNI მიხეილ სააკაშვილის ასაყვანად შეიარაღებული პირები „ფოლქსვაგენის“ მარკის მანქანით მივიდნენ.

მისივე თქმით, რესტორანში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებსაც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ფორმა ეცვათ და  მიხეილ სააკაშვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც დავით საყვარელიძე წერს, სააკაშვილის ასაყვანად სამი მანქანა იყო მისული.

როგორც გამოცემა strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.