მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტიდან პოლონეთში გაამგზავრებენ

18:00, 12.02.2018

სავარაუდოდ, მივდივართ ბორისპოლის აეროპორტში. რეისი ვარშავის მიმართულებით 17-25, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა Facebook-ის გვერდზე წერს.

„როგორც ჩანს, მიხეილის გაგზავნა ამ რეისით სურთ. ამავდროულად უნდა ვაკონტროლოთ დასავლეთის მიმართულება. გადავკეტავთ გზებს. საყოველთაო მობილიზაცია. მოვახდენთ აეროპორტის ბლოკირებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა Facebook-ის გვერდზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ დეპორტაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

მსგავსი